ჰიუსტონში, „რელიანტ სტედიუმზე, K ჯგუფის გუნდების მეორე ტურის პირველი მატჩი დაიწყო.
პორტუგალიის და უზბეკეთის შეხვედრა ისტორიაში იმ გარემოების გამო ჩაიწერება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ უნიკალური რეკორდი დაამყარა. იგი გახდა პირველი ფეხბურთელი,. რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი. დღემდე იგი რეკორდს - გოლი ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე - მესისთან ერთად ფლობდა.
უზბეკეთმა პორტუგალიას წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დიდი ანგარიშით დამარცხდა. ბოლო შეხვედრას უზბეკეთი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გამართავს, ეს უკანასკნელი რამდენიმე საათში თავის მეორე შეხვედრას გვადალახარაში, „აკრონზე“, კოლუმბიასთან ითამაშებს.
პორტუგალია - უზბეკეთი 5:0(3:0)
გოლები: 6' კრიშტიანუ რონალდუ 1:0, 17' ნუნუ მენდეში 2:0, 39' კრიშტიანუ რონალდუ 3:0, 60' აბდუვახიდ ნემატოვი, საკუთარ კარში 4:0, 87' რაფაელ ლაეუ 5:0




