ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები დასრულდა

2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის D ჯგუფიდან პლეი ოფში ის გუნდი გავიდა, რომლიც გასვლაც ყველაზე ნაკლებად იყო  მოსალოდნელი. საფრანგეთთან პირველი წრის მატჩში 1:4 დამარცხების შემდეგ ავსტრალიელებმა ჯერ ტუნისს სძლიეს 1:0, შემდეგ კი ასეთივე ანგარიშით დანია დაამარცხეს და 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.

ამავე ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ტუნისმა საფრანგეთს მოუგო, თუმცა ეს ჯგუფიდან გასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

ავსტრალია - დანია 1:0(0:0)
გოლი: 60' მეტიუ ლეკი 

საფრანგეთი - ტუნისი 0:1(0:0)
გოლი: 58' ვაჰბი ხაზრი

საფრანგეთი 3 2-0-1 6:3 6
ავსტრალია 3 2-0-1 3-4 6
ტუნისი 3 1-1-1 1:1 4
დანია 3 0-1-2 1:3 1