პეკინში დასრულდა 2026  წლის  ზამთრის ოლიმპიური  თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირი ქალთა ფიგურულ სრიალში.

ევროპის 2023 წლის ჩემპიონმა და  ევროპის 2024 და 2025 წლების ვერცხლის მედლის მფლობელმა ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც ბოსტონში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტად იასპარეზა და ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლაში მონაწილეობის იღება ვერ შეძლო, ამჯერად ბრწყინვალედ იასპარეზა და მხოლოდ გამარჯვებულს, ფიგურული სრიალი საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელს, ადელია პეტროსიანს ჩამორჩა და საქართველოს ფიგურული სრიალით მოციგურავეთა გუნდს მეოთხე ლიცენზია მოუპოვა.

1. ადელია პეტროსიანი (ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი) - 209,63
2. ანასტასია გუბანოვა (საქართველო) - 206,23
3. ლოენა ჰენდრიქსი (ბელგია) - 204,96
4. ვიქტორია საფონოვა (ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია, иудфкгыш) - 181, 91
5. ჟუიან ჩჟანი (ჩინეთი) - 179,76