პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ძიუდოისტთა შეჯიბრება 52 კგ წონით კატეგორიაში.
ფინალურ შეხვედრაში უზბეკმა დიორა კელდიოროვამ კოსოვოელი დისტრია კრასნიქი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრებში ბრაზილიელმა ლარისა პიმენტამ იტალიელ ოდეტა ჯუფრიდას სძლია, ფრანგმა ამანის ბუშარმა კი უნგრელ რეკა პუპს.
შეგახსენებთ, რომ უზბეკმა ძიუდოისტმა საწყის შეხვედრაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელს, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონ იაპონელ უტა აბეს სძლია.