პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთელთა ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.
მაროკოს და აშშ-ის ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრაში მაროკოელთა უპირატესობა აშკარა იყო და მათ მეტოქე დიდი ანგარიში დაამარცხეს.
მაროკო - აშშ 4:0(1:0)
გოლები: 29' სუფიან რაჰიმი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 62' ილიას ახომაში 2:0, 70' აშრაფ ჰაკიმი 3:0, 90+1' ელ-მეჰდი მაუჰუბი, თერთმეტმეტრიანიდან 4:0
აღსანიშნავია, რომ სუფიან რაჰიმი ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 გოლი (სამი თერთმეტმეტრიანიდან) გაიტანა, უახლოეს მეტოქეზე ორით მეტი.
ესპანეთმა ასევე დიდი ანგარიშით სძლია იაპონიას
ესპანეთი - იაპონია 3:0(1:0)
გოლები: 11' და 73' ფერმინ ლოპესი 1:0 და 2:0, 86' აბელ რუიზი
ნახევარფინალში მაროკო ეგვიპტესა და პარაგვაის შორის გამარჯვებულს შეხვდება, ესპანეთის მეტოქე კი საფრანგეთს და არგენტინას შორის შეხვედრაში გამოვლინდება.