ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების ფინალური ტურნირის მორიგი ტურის შეხვედრები დასრულდა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ გასვლაზე „ლინცი“ დაამარცხა და ჩემპიონატის დარულებამდე სამი ტურით ადრე კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია.
მატჩის ბედი მეორე ტაიმის მე-3 წუთზე ოთარ კიტეიშვილის (Flashscore - 8,0) მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 12 გოლი აქვს გატანილი.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ურთიერთშორის ჩატარებული ჩემპიონატის ოთხივე შეხვედრა „შტურმმა“ მოიგო.