ბოსტონში, „ბოსტონ სტედიუმზე“, I ჯგუფის გუნდებმა მეორე შეხვედრა გამართეს.

ნორვეგიის და ერაყის მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გუნდები, რომელთაგან პირველს მსოფლიო ჩემპიონატში ბოლოს 28 წლის წინ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა, მეორეს კი 40 წლის წინ.

მატჩის პირველ ნახევარი ერაყელებმა კარგად ჩაატარეს და რომ არა მეკარის უხეში შეცდომა ტაიმი 1:1 დამთავრდებოდა, მეორე ნახევარში კი ნორვეგიელები გამოიყურებოდნენ უკეთ და შეხვედრის პირველ ნახევარში გატანილლ ორ ბურთს კიდევ ორი დაუმატეს.  

მსოფლიო ჩემპიონატზე თავის სადებიუტო მატჩში 25 წლის ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა. დღეისათვის მის ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებულ 51 შეხვედრაში 57 გოლია.

ნორვეგია - ერაყი 4:1(2:1)
გოლები: 29' ერლინ ჰოლანი 1:0, 39' აიმენ ჰუსეინი 1:1, 43' ერლინ ჰოლანი 2:1, 76' ლეო ოსტიგორი 3:1, 90+7' აიმენ ჰუსეინი, საკუთარ კარში 4:1