პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დასრულდა ხმლით მოფარიკავეთა ქალთა ასპარეზობა

ქართველმა მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა B კატეგორიის ხმლით მოფარიკავეთა რეპეშაჟში ჩინელი აო ლანჟუსთან წააგო და ბრინჯაოს ფინალში ვერ გავიდა.  

ირმა ხეცურიანმა ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს  უმძიმეს ბრძოლაში სძლია. იგი ჯერ 6:10-ს, შემდეგ 11:13 და ბოლოს 13:14 აგებდა, მაგრამ შეძლო ორი გადამწყვეტი ჩხვლეტის მიყენება  და ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრას ფრანგ ბრიანა ვიდესთან გამართავს.