პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დასრულდა ხმლით მოფარიკავე A კატეგორიის სპორტსმენთა ბრინჯაოს მედლისთვის ფინალური შეხვედრა.

ქართველმა მოფარიკავე ნინა თიბილაშვლმა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრა ფრანგ ბრიანა ვიდესთან 15:11 მოიგო და პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია.