სლოვენიის ქალაქ ბლედში აკადემიურ ნიჩბოსნობაში საერთაშორისო რეგატა გაიმართა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 17-წლამდელებს შორის ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ 1500-მეტრიანი დისტანცია 5:06 წამში დაფარეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედალი მოიპოვეს.

მანამდე ქართველმა სპორტსმენებმა პირველი ეტაპიც გამარჯვებით დაასრულეს. ტურნირზე 700-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.