უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირზე მეორე წრის შეხვედრები უახლოვდება დასასრულს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვლმა (N109), რომელმაც პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის N6 ჩოგანი, იტალიელი ლორენცო მუსეტი დაამარცხა, მეორე წრეში ასევე იტალიელთან, მსოფლიო რეიტინგის N45 ჩოგან ლორენცო სონეგოსთან 1:6, 3:6, 7:6(7:3), 6:7(4:7) წააგო და ტურნირს გამოეთიშა.