ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს.

შეჯიბრების პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ყაზახეთის სახელით გამომსვლელ მიხაილ კუკუშკინს 6:3 3:6, 5:0-ს ამარცხებდა, როდესაც მეტოქემ თამაში შეწყვიტა. მერვედფინალში მისი მეტოქე ფრანგი რინდერკნეხი იქნება, ხოლო წარმატების შემთხვევაში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ რუბლიოვსა და ამერიკელ ეუბენკსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილმა ATP-ის კატეგორიის ტურნირზე ბოლოს 2023 წელს ითამაშა. უშუალოდ მონპელიეში კი მან უკანასკნელად ასევე 2023 წელს, თებერვალში გაიმარჯვა.

პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მიმდინარე მსოფლიო რეიტინგში ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი 155-ე ადგილზე გადავიდა.