მილანის ყინულის არენაზე დასრულდა ფიგურულ სრიალში ზამთრის ოლიმპიურ თამაშების გუნდური ასპარეზობის მოკლე პროგრამით ასპარეზობა კაცთა შორის.

ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, თავის შესაძლებლობაზე აშკარად სუსტად იასპარეზა და 84,37 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა.



ნიკა ეგაძის მეექვსე ადგილით საქართველომ გუნდური ხუთი ქულა მიიღო და ოთხივე დისციპლინის ჯამში ერთი ქულით გაუსწრო საფრანგეთს და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.