მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა კაცთა შორის ფიგურულ სრიალში ასპარეზობა.
ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, თავისუფალი სტილით ასპარეზობაში 175,16 ქულა მიიღო და მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ორი დისციპლინის ჯამში დაგროვილი 260,27 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგზე 13 ქულით ნაკლები დააგროვა, ხოლო იქ ნაჩვენებ შედეგზე 2 ქულით უფრო მეტის დაგროვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდა. 




