ბათუმში მიმდინარე თრიალეთის თასზე ქართულმა წყვილმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა.

რიტმულ ცეკვებში მათ 85.23 ქულა დაიმსახურეს და დიდი სხვაობით გაასწრეს ნეიტრალური სახელით მოასპარეზე ელზავეტა პასეჩნიკსა და დარიო კირისანოს (72.51 ქულა). მესამე ადგილზე უნგრული წყვილი გავიდა – მარია იგნატევამ და დანილ ზემკომ 69.80 ქულა მოაგროვეს.

ვაჟთა შორის ინდივიდუალურ გამოსვლებში მოკლე პროგრამა ასევე პირველ ადგილზე დაასრულა ნიკა ეგაძემ – 93.80 ქულა. მეორე იყო მიჰაილ სელევკო ესტონეთიდან (87.87), მესამე ნეიტრალური სახელით მოასპარეზე ნიკოლაი უგოჟაევი.

რიგირც წყვილთა რიტმულ ცეკვებში, ასევე ვაჟთა შორის ინდივიდუალურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამა 3 ოქტომბერს გაიმართება.