დღეს, ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე 72-82-97-130 კგ წონითი კატეგორიების ბერძნულ-რომაული სტილით გამოდიან ხალიჩებზე.

72 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ბროლაძემ მერვედფინალში ინდოელი კულდიპ მალიკი 9:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ამერიკელ ალეხანდრო სანჩოს 7:0 მოუგო, ნახევარფინალში კი უზბელ შახზოდ კოცკოროვს 7:2 სზლია და ოქროს მედლისთვის ეგვიპტელ მუსტაფა ჰუსეინ ფათჰი ალამელდინთან იჭიდავებს.

ამავე წონაში მიშიკო ალექსანდრიამ, მერვედფინალში ეგვიპტელ მოჭიდავესთან 2:3 წაგების შემდეგ, რეპეშაჟში უზბეკ აბრორ ატაბაევთან 3:3-ზე განიცადა მარცხი.

82 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მიქელაძემ საკვალიფიკაციო წრეში ხორვატ კოდრიჩს 1:1-ზე სძლია, მერვედფინალში ბელგიელი იბრაჰიმ ტაბაევი 4:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახ იბრაგიმ მაგომადოვთან 3:6 წააგო.

97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ საკვალიფიკაციო წრეში 9;0 დაამარცხა სვედი ალექსანდარ სტეპანეტიკი, მერვედფინალში კი 3:4 დამარცხდა ყაზახ ისლამ ევლოევთან.

გიორგი მელია ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან აგრძელებს. მან სერბი უროშ კრსტინი 1:1-ზე დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში მეორე სერბს, მიხაილ ქაჯაიას შეხვდება.

ამავე წონაში ლუკა გაბისონიამ საკვალიფიკაციო წრეში იაპონელი ტაკაჰირო ცურუდა 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში ეგვიპტელი მოჰამედ ალი ელსაიედი გაბრს 9:1 სძლია, მეოხედფინალში კი ყაზახ იუსუფ მაციევთან 6:12 წააგო.

130 კგ წონაში რატი ტალიკიშვილმა, რომელიც მეოთხედფინალში 0:9 დამარცხდა თურქ რიზა კაიალპთან, რეპეშაჟში 9:0 სძლია ამერიკელ ადენ იკაიკა ჰამმარ ატაოს და ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ ოლჟას სირლიბაევთან იჭიდავებს.

გუშინ, 77 კგ წონით კატეგორიაში, თემურ ორჯონიკიძემ საკვალიფიკაციო წრეში იაპონელი ჰისამი ჰორიკიტა 7:3 დაამარცხა, მერვედფინალში სერბ ალექსა ილიჩს 3:1 მოუგო, ნახევარფინალში ირანელ ალი ზაბიჰოლაჰ ოსკუსთან 1:10 დამარცხდა და ბოლოს, ბრინჯაოს მედლითვის შეხვედრა უნგრელ რობერტ ატილა ფრიჩთან 0:4 წააგო.

87 კგ წონაში აჩიკო ბოლქვაძე მერვედფინალში 1:3-ზე ტრამვის გამო შეწყვიტა ასპარეზობა უზბეკ მუხამადკადaრ რასულოვთან, აივენგო რიკაძე კი მეორე წუთის დასაწყისში, 0:0-ზე, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი მიზეზით იქნა დისკვალიფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ 67 კგ წონაში დიეგო ჩხიკვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 55 კგ წონაში კობა ქარუმიძე და 60 კგ წონაში გიორგი კოჩალიძე, დამარცხდნენ.