ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (57 კგ) ახალგაზრდულ პარათამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა – ფინალში მან თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

კიდევ ერთმა ქართველმა პარასპორტსმენმა, სანდრო მეგრელიშვილმა (70 კგ) პარატაეკვონდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა – ფინალში იგი თურქ მეჰმეთ უნალთან ბოლო წამებზე დამარცხდა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებს ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე ოთხი მედალი აქვს მოპოვებული:

ოქრო – ანა ჯაფარიძე, ნატა ოჩიგავა (ორივე – პარატაეკვონდო).

ვერცხლი – სანდრო მეგრელიშვილი (პარატაეკვონდო).

ბრინჯაო – ზაკო მუშკუდიანი (პარაცურვა).