იტალიის სერია A-ში მეთვრამეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.
ტურის დღევანდელი მატჩებიდან ამ დროისთვის ორია დასრულებული.
„ნაპოლიმ“ სახლში აუტსაიდერ „ვენეციას" შეხვედრის ბოლო წუთებში გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო.
Flasscore-მ ორი გუნდის ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი შეფასება (8.5) ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს მისცა. მწვრთნელმა იგი 75-ე წუთზე შეცვალა
„ნაპოლი“ - „ვენეცია“ 1:0(0:0)
გოლი: 78' ჯაკომო რასპადორი
37-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს დარტყმული თერთმეტრმეტრიანი ვენეციელთა მეკარე ფილიპე სტანკოვიჩმა მოიგერია.
„უდინეზე“ - “ტორინო“ 2:2(1:0)
გოლები: 41' ისააკ ტურე 1:0, 49' ლორენცო ლუკა 2:0, 53' ჩე ადამსი 2:1, 64' სამუელე რიჩი 2:2