ავსტრიის ბუნდესლიგაში ძირითადი ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები დასრულდა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ გასვლაზე ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულში მოსახვედრად მოგების აუცილებელი საჭიროების მქონე „ვოლფსბერგერთან“ შეხვედრაში 0:2 მარცხდებოდა, როდესაც მსაჯმა ექვსი წუთის წინ ათი კაცით დარჩენილ მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
„მწვრთნელმა მკითხა: არ გინდა შეხვიდე და თერთმეტმეტრიანი დაარტყა?“ - ამბობს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მატჩის 67-ე წუთამდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
კიტეიშვილმა პენალტიდან გაიტანა და ხუთი წუთის შემდეგ მას მეორე პენალტიდან ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა. მასპინძელთა მეკარემ ამჯერად დარტყმა მოიგერია, მაგრამ ბურთთან პირველი ოთარ კიტეიშვილი გაჩნდა და მან მეორე გოლი გაიტანა.
„ვოლფსბერგერი“ - „შტურმი“ 2:2(1:0)
გოლები: 19' ბორის მატიკი 1:0, 51' ერიკ კოიზეკი 2:0, 68' ოთარ კიტეიშვილი (Flashscore - 7,5), თერთმეტმეტრიანიდან 2:1, 73' ოთარ კიტეიშვილი 2:2
73-ე წუთზე კიტეიშვილის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე ნიკოლას პოლსტერმა მოიგერია
გაძევება: 61' შეიკ დიაბატე („ვოლფსბერგერი“, წითელი ბარათი)
კიტეიშვილი ათი გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას ელიას ჰაველთან ერთად უდგას სათავეში.




