მალტაში მიმდინარე წყალბურთში მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, B დივიზიონის გუნდებს შორის, მერვედფინალური შეხვედრები გრძელდება.

თურქეთის ნაკრებთან მერვედფინალში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ საქართველოს მეტოქე მეოთხედფინალში უკრაინა იქნება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინამ მერვედფინალში მოულოდნელად დაამარცხა ფავორიტად მიჩნეული კანადა.

კანადა - უკრაინა 13:17 (2:5, 5:4, 4:3, 2:5)

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის ორ საგზურს ფინალში გასული გუნდები მიიღებენ, ფინალში გამარჯვებული ასევე A დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.