ორლანდოში, „კემპინგ ვორლდ სტედიუმზე“, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მორიგი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.

„მანჩესტერ სიტიმ“, გუნდმა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა, ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა.

ფავორიტად მიჩნეული ინგლისელები თამაშის დასაწყისშივე დაწინაურდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის გაზრდის შანსები ვერ გამოიყენეს, პირველი ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს. 

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე „ალ ჰალილმა“ ანგარიში გაათანაბრა, 52-ე წუთზე კი წინ გავიდა.

მანჩესტერელებმა სწრაფად შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება და ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა შემდეგ დიდი უპირატესობა გოლად ვერ აქციეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით დრო დაინიშნა.

„ალ ჰალილი“ 94-ე წუთზე დაწინაურდა, „მანჩესტერ სიტიმ“ 104-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 112-ე წუთზე კვლავ „ალ ჰალილი“ გავიდა წინ და დიდი მცდელობის მიუხედავად „მანჩესტერ სიტიმ“ მესამედ ანგარიშის გათანაბრება და თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

„ალ ჰალილი“ - „მანჩესტერ სიტი“ 4:3 დ.დ. (2:2, 1:0)
გოლები: 9' ბერნარდუ სილვა 0:1, 48' მარკოს ლეონარდო 1:1, 52' მალკომი 2:1, 55' ერლინ ჰოლანი 2:2, 94' კალიდუ კულიბალი 3:2 104' ფილ ფოდენი 3:3, 112' მარკოს ლეონარდო 4:3


მეოთხედფინალში „ალ ჰილალი“ რიო-დე-ჟანეიროს „ფლუმინენსეს“ შეხვდება.