ლივერპულში გრძელდება მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
ახლახან დასრულდა მეოთხედფინალური შეხვერდა გიორგი ყუშიტაშვილს და უკრაინელ დანილო ჟასანს შორის.
მსაჯების გადაწყვეტილებით ანგარიშით 4:1 გამარჯვება უკრაინელმა სპორტსმენმა მოიპოვა.
შეგახსენებთ რომ ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, ბრინჯაოს მედალი გაინაღდა და ფინალში გასასვლელად ოლიმპიურ ჩემპიონს, უზბეკ ასადხუჯა მუიდინხუჟაევს შეხვდება.