მილანის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა კაცებს შორის ფიგურული სრიალით მოკლე პროგრამით ასპარეზობა
ქართველ მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამით ასპარეზობაში მსაჯებისგან 85,11 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილი დაიკავა.
მეოთხე-მეთხუთმეტე ადგილებზე მყოფ სპორტსმენთა შორის ქულათა მცირე სხვაობის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავისუფალი პროგრამით წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ნიკა ეგაძე რამდენიმე ადგილით წინ წაიწევს.





