მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ესპანეთის ქალაქ ლინარესში ჭადრაკში 2025 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ორ ჯგუფად გაყოფილი შეჯიბრების მონაწილე 12 უძლიერესი ნაკრები წრიული სისტემით არკვევს მეოთხედფინალისტების ვინაობას.
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები (ნინო ბაციაშვილი - 2461; ლელა ჯავახიშვილი - 2427; ბელა ხოტენაშვილი - 2424, მერი არაბიძე - 2408, ძირითადი შემედგენლობის საშუალო რეიტინგი - 2430; სათადარიგოები: ანასტასია კირთაძე - 2308 და კესარია მგელაძე - 2271) ჩინეთთან (2473), უკრაინასთან (2399), საფრანგეთთან (2353), უზბეკეთთან (2336) და ინდოეთთან (2334) ერთად B ჯგუფში ასპარეზობს.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.
საქართველო - უზბეკეთი 3,5:0,5
ნინო ბაციაშვილი 1-0 გულრუსბეგიმ ტახიჯანოვა
უმიდა ომონოვა 0-1 ლელა ჯავახიშვილი
ბელა ხოტენაშვილი 1-0 გულდონა კარიმოვა
მადინაბოლუ ხალილოვა 0,5-0,5 მერი არაბიძე
საქართველო - ინდოეთი 3,5-0,5
პოუტ პადმინი 0,5-0,5 ნინო ბაციაშვილი
ლელა ჯავახიშვილი 1-0 პალატურ ვენდკატჩალამ ნანდჰიდჰაა
სარაიუ ვედპულა 0-1 ბელა ხოტენაშვილი
მერი არაბიძე 1-0 შრი ბასკარ სავითა
ორი ტურის შემდეგ ჩინეთს (მის რიგებში დაბრუნდა ყველა დროის საუკეთესო ქალთა რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ჰოუ იფანი) და საქართველოს ოთხ-ოთხი ქულა აქვთ, ინდოეთს და უკრაინას ორ-ორი, უზბეკეთი და საფრანგეთი კი უქულოდ არიან.




