ასტანაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 57-74-79-92 კგ წონით კატეგორიებში გაითამაშეს.

92 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში მირიან მაისურაზემ შვეიცარიელი სამუელ შაერერი 6:3 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ამ წონის ფინალში დაღესტნელმა ამანულა გაჯიმაგომედოვმა ამერიკელი ტრენტ ნაიმონდ ჰიდლი 3:2 დაამარცხა

1. ამანულა გაჯიმაგომედოვი (რუსეთი)
2. ტრენტ ნაიმონდ ჰიდლი (აშშ)
3. მირიან მაისურაძე (საქართველო)
3. ალი ცოკაევი (აზერბაიჯანი)

57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში პარიზის ოლიმპიური ამასერბის ვერცხლის მედლის მფლობელმა, ამერიკელმა სპენსერ ლიმ მექსიკელი რომან ბრავო იანგი 10:0 დაამარცხა და პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი.

მარცხის მიუხედავად გმირის მანტიამოსხმული ბრუნდება სამშობლოში რომან ბრავო იანგი. იგი პირველი მექსიკელი მოჭიდავეა, ვინც თავისუფალი და ბერზნულ-რომაული ჭიდაობების მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მედალს შეწვდა.

ბრინჯაოს მედლები დაღესტნელმა აბუბაქარ მუტალიევმმა და შარშანდელმა მსოფლიო ჩემპიონმა ჩრდილოეთ კორეელმა ჯონგ სონგ ჰანმა.

57 კგ
1, სპენსერ ლი (აშშ)
2. რომან ბრავო იანგი (მექსიკა)
3. აბუბაქარ მუტალიევი (რუსეთი)
3. ჯონგ სონგ ჰანი 9ჩრდილოეთ კორეა)

74კგ წონითი კატეგორიის ფინალში ყაბარდო-ბალყარელმა ინალბეკ შერიევმა ყაზახი ნურკოჟა კაიპანოვი 10:4 დაამარცხა

1. ინალბეკ შერიევი(რუსეთი)
2. ნურკოჟა კაიპანოვი (ყაზახეთი)
3. იოშინოსუკე აოიაგი (იაპონია)
3. ამირ მოჰამად ბაბაქ იაზდანი ჩერათი (ირანი)

79 კგ წონის ფინალში  ამერიკელმა ლევი დევიდ ჰეინსმა 5:4 დაამარცხა ირანელ მუჰამად აშღარ ნოხოდილარიმი და შარშანდელი ვერცხლი ოქროზე გადაცვალა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან ირანელი მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი, ოქროს მედალი კი ფინალში ოთხჯერ გასვლის მიუხედავად ვერცერთხელ ვერ მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს დაღესტნელმა  მოჰამედ კაჟიმოჰამედოვმა და ინგუშმა ისმაილ ხანიევმა.

 1. ლევი დევიდ ჰეინსი (აშშ)
2. მუჰამად აშღარ ნოხოდილარიმი (ირან)
3. მოჰამედ კაჟიმოჰამედოვი (ბელარუსი)
3. ისმაილ ხანიევი (რუსეთი)

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ასატანის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-მა 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რუსეთმა - 3 ოქროს, 2 ვეცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი, ხოლო ირანმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.

ქულებით გუნდურ ჩათვლაში 194 ქულით პირველი აშშ იყო, მეორე რუსეთი (185 ქულა), მესამე კი ირანი (133 ქულა).

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასტანაში 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ (86 კგ ვლადიმერ გამყრელიძე, 92 კგ - მირიან მაისურაძე). გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 36 ქულით მერვე ადგილი დაიკავა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ