ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი.

92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვთან  1:5 წააგო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა.

97კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში იაპონელი არაშ ისიდა 1:9 დამარცხდა ამერიკელ კაი სნაიდერთან და გივი მაჭარაშვილი რეპეშაჟში ვერ გადავიდა.

ამ წონით კატეგორიის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ოლიმპიური ჩემპიონი ახმედ ტაჟუდინოვი ირანელ ახმედ ჰამიდ აზარპირასთან 2:5 დამარცხდა.  

აღსანიშნავია, რომ ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბოლოს უმედლოდ 199 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩნენ.

გუნდურ ჩათვლაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მე-15 ადგილზე არიან და დარჩენილ ორ წონაში ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ქვემოთ დაეშვებიან