მილანის "მილანს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
როგორც მილანური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, ვიჩენცო მონტელა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზომ შეცვალა, რომელიც "მილანის" ღირსებას 1999 წლიდან 2012 წლამდე იცავდა.
გატუზოს სამწვრთნელო კარიერა შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის. კარიერის დასრულების შემდეგ ის ბერძნულ "ოფსა" და იტალიურ "პიზას" წვრთნიდა.
"მილანის" ხელმძღვანელობამ ვიჩენცო მონტელა დაკავებული პოსტიდან "ტორინოსთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაუშვა. "მილანს" სერია ა-ში, 14 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.