მილანის ყინულის არენაზე დასრულდა ფიგურულ სრიალში ზამთრის ოლიმპიურ თამაშების გუნდური ასპარეზობის პირველი დღე.
დღეს არენაზე გამოსულმა ყინულზე სპორტული ცეკვის ოსტატებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მოკლე პროგრამა ასპარეზობაში 78.97 ქულა მიიღეს, მეექვსე ადგილზე გავიდნენ და გუნდს 5 ქულა შესძინეს.
წყვილთა ფიგურულ სრიალში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ 77.54 მეორე ადგილი დაიკავეს და გუნდური მონაგარი 9 ქულით გაზარდეს.
ქალთა ფიგურულ სრიალში ანასტასია გუბანოვამ 67,79 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა და გუნდის ყულაბას 6 ქულა შემატა.
ამრიგად, კაცთა ფიგურული ასპარეზობის წინ საქართველო 20 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.
1. აშშ - 25
2. იაპონია - 23
3. იტალია - 22
4. საქართველო - 20
5. კანადა - 19
6. საფრანგეთი - 17
7. კორეა - 11
8. დიდი ბრიტანეთი - 11
9. ჩინეთი - 10
10. პოლონეთი - 6
კაცთა მოკლე პროგრამით ასპარეზობის დასრულების შემდეგ ოთხივე სახეობაში ერთად ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი თავისუფალი სტილით იასპარეზებს მედალოსანთა გამოსავლენად.




