მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. 

"მინდა დავიწყო მოლოცვით, იმიტომ რომ ჩემი პატიმრობის რთული სიტუაციიდან გამომდინარე გუშინდელი საღამო, გუშინდელი ღამე იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემ ცხოვრებაში ამ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი, არა მხოლოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომლებიც უმაგრესები არიან მართლაც, არ ვიცი რომელი დავასახელო, არამედ ჩვენმა გულშემატკივარმა რომელმაც აჩვენა ერთიანობა, სიამაყის სულისკვეთება, ეროვნული სიამაყე არ არის ზოგადი მცნება, ეს არის ის რაზედაც დგას ყველაფერი, რასაც მე ვემსახურები". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადა დისტანციურად ჩაერთო. 

ცნობისთვის, 2024 წლის 26 მარტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალური შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთს უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უაღრესად დაძაბულ და ნერვულ ვითარებაში წარიმართა და უშედეგოდ დასრულდა. მსაჯმა 45 წუთის განმავლობაში სამი ბერძენი და ერთი ქართველი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ასეთივე დაძაბულად  და ნერვიულად წარმართულმა მეორე ნახევარმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და შეხვედრა გაგრძელდა დამატებით დროში, რომელიც ასევე უგოლოდ დასრულდა. 

თერთმეტმეტრიანების სერიაში ქოჩორაშვილმა, დავითაშვილმა, დვალმა გაიტანეს, მიქაუტაძემ ააცილა, მამარდაშვილმა მოიგერია, ბერძნებმა ორი გაიტანეს ერთი ააცილეს და კვეკვესკირის დარტყმის შემდეგ საქართველომ 4:2 გაიმარჯვა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.