ჰიუსტონში, „რელიანტ სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.
მაროკოს და კანადის შეხვედრის პირველ ტაიმში კანადელებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს და ფავორიტად მიჩნეულ მაროკოელებს გოლი არ გაატანინეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში მაროკომ შეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე არ იყო აშკარა, რომ გამარჯვება მას დარჩებოდა.
შეხვედრის 82-ე წუთზე აზედინ უნაიმ მეორედ აიღო კანადელთა კარი და თამაშის ბედი გადაწყვიტა.
კომპენსირებული დროის მიწურულს მაროკომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დასახურებული გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ოთხი მაროკოელი და ოთხი კანადელი გააფრთხილა.
მაროკო - კანადა 3:0(0:0)
გოლები: 50' და 82' აზედინ უნაი 1:0 და 2:0, 90+8' სუფიან რაჰიმი 3:0
მეოთხედფინალში მაროკო პარაგვაის და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.




