ბუდაპეშტში, ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე, გრძელდება შეხვედრები ქალთა 70 კგ წონითი კატეგორიასა და კაცთა 90 კგ წონითი კატეგორიაში.
90 კგ წონით კატეგორიის პულის ფინალში ლუკა მაისურაძემ ვაზარით დაამარცხა ესტონელი კლენ კრისტოფერ კაიულაიდი და ნახევარფინალში გავიდა.
ლუკა მაისურაძის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი სანშირო მურაო იქნება.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს იაპონელი გოკი ტაჯიმა და აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი შეხვდებიან