პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა რენთან მოგებული თამაშის შემდეგ ქართველ შემტევზე ილაპარაკა.
"ზოგადად ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ დღეს მაინც კვარაცხელიას გამოვარჩევდი, მას უდიდესი პოტენციალი აქვს. თამაშს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს და გუნდთან ერთად შეთამაშებული ხდება, ამის ყურება ნამდვილად დიდი სიამოვნებაა" - განაცხადა ლუის ენრიკემ რენთან მატჩის შემდეგ.