ინგლისის პრემიერლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა

მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჩატარებული მეხუთე შეხვედრიდან მეოთხე მოიგო „ლივერპულმა“. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ლონდონში „მეშუშეებს“ სძლია და 5 გასვლით შეხვედრაში დაგროვილი 13 ქულით საუკეთესოა, თუმცა, იგი აუტსაიდერთა შორისაა სახლში მოპოვებული ქულებით და ამის გამო სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს.

ზედიზედ რამდენიმე თამაშში დაბალი შეფასების მიღების შემდეგ ძველებურად გაიბრწყინა ალისონმა. მან რამდენიმე ძნელად ასაღები ბურთი მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„კრისტალ პალასმა“ მეოთხე საშინაო შეხვედრა წააგო.

„კრისტალ პალასი“ - „ლივერპული“ 1:3(0:2)
გოლები: 40' ალექსის მაკალისტერი 0:1, 54' ფლორიან ვირცი 0:2, 89' ალექსანდერ ისაკი 0:3, 90+5' ედი ნკეტია, თერთმეტმეტრიანი 1:3

ორჯერ ორბურთიანი სხვაობა ვერ შეინარჩუნა მანჩესტერში „ასტონ ვილამ“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ - „ასტონ ვილა“ 4:4(2:2)
გოლები: 2' ალისონი 0:1, 4' ნიკოლას ჯექსონი 0:2, 16' ბრუნუ ფერნანდეში, თერთმეტმეტრიანიდან 1:2, 44' იური ტილემანსი 2:2, 48' ჯონ მაკგინი 2:3, 53' ლეონ გორეცკა 2:4, 90+2' ჯოშუა ზირკზე 3:4, 90+6' პატრიკ დორგუ 4:4

მოამზადა რაულ კაპანაძემ