ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს.

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში გამარჯვების მოპოვების შემდეგ შემდგომი წარმატებების მიღწევის მიზნით ამბიციური გეგმები წამოიწყო, რაც კლუბისთვის რეკორდული, 109 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფასად გუნდში ფლორიან ვირცის გადასვლასა და ლევერკუზენის „ბაიერში“ მისი თანაგუნდელის, ჯერემი  ფრიმპონგის 29.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადაბირებაში გამოიხატება.  

განვლილ სეზონში 22 წლის ფლორიან ვირცმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.

ინგლისური მედიის ცნობით, ჯერ კიდევ გასარკვევია, გაყიდის თუ არა „ბაიერი“ მას ამ ფასად. გერმანულმა კლუბმა ვირცი, რომელსაც შეუძლია წინა ხაზის ნებისმიერ წერტილში თამაში, 126 მილიონ გირვანქა სტერლინგად (150 მილიონი ევრო) შეაფასა, როდესაც „ბაიერნმა“ მოთხოვნა წარადგინა. „ლივერპულის“ პოზიციას აძლიერებს ის ფაქტი, რომ ვირცს, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, მათთან შეერთება სურს და ბუნდესლიგაში ხუთი წლის განმავლობაში თამაშის შემდეგ საზღვარგარეთ ახალი გამოწვევების მოლოდინშია.