ინგლისის პრემიერლიგაში მეცხრე ტურის ბოლოსწინა შეხვედრა დასრულდა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „ლივერპული“ და „არსენალი“ შეხვდნენ, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. გასული სეზონის ჩემპიონმა მასპინძლებს კაი ჰავერცის მიერ მე-16 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით სძლია.

გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, ძირითადმა მეკარე ალისონმა კი ორივე გუნდის ფეხბურთელებიდან ყველაზე დაბალი შეფასება (flashscore — 5.9) მიიღო.




მოამზადა რაულ კაპანაძემ