ინგლისის პრემიერლიგაში ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
„ლივერპულმა, რომლის კარსაც გიორგი მამარდაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში იცავდა, სახლში „ფულჰემი დაამარცხა.
გიორგი მამრდაშვილის თამაში flashscorem 7,6-ით შეაფასა. „ლივერპულში გადასვლიდან დღემდე პერიოდში გიორგი მამარდაშვილის თამაშს დღემდე ყველაზე მაღალი შეფასებები ჰქონდა „გალათასარაისთან“ (7,4) სტამბოლში ჩემპიონთა ლიგაზე და „ასტონ ვილასთან“ (7,2) ლივერპულში და „ბრაიტონთან“ გასვლაზე პრემიერლიგაში.
„ლივერპული“ - „ფულჰემი“ 2:0(2:0)
გოლები: 36' რიო ნგუმოფა 1:0, 40' მოჰამედ სალაჰი 2:0
„არსენალმა“ სახლში“ მოულოდნელად წააგო „ბორნმუთთან“ და „მანჩესტერ სიტის“ მიახლოების შანსი მისცა.
„არსენალი“ - „ბორნმუთი“ 1:2(1:1)
„ვესტ ჰემი“ - „ვულვერჰემპტონი“ 4:0(1:0)
„ბარნლი“ - ბრაიტონი“ 0:2(0:1)
ბრენტფორდი“ - „ევერტონი“ 2:2(1:1)





