კანზას სიტიში და სანტა კლარაში ასპარეზობაში J ჯგუფის გუნდები ჩაებნენ.
კანზას სიტის „ეროუჰედ სტედიუმზე“ გამართული შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეულმა არგენტინელმა ლიონელ მესიმ თავის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-ტრიკი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით (16 გოლი) რეკორდსმენ გერმანელ მიროსლავ კლოზეს წამოეწია.
აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მატჩში სამი გოლი პირველად გაიტანა.
არგენტინა - ალჟირი 3:0(1:0)
გოლები: 17', 60', 76' ლიონელ მესი
სანა-კლარას „ლივაის სტედიუმზე“ ამავე ჯგუფში მოასპარეზე ავსტრია და იორდანიის გუნდების შეხვედრა ავსტრიის გამარჯვებით დასრულდა.
ავსტრია - იორდანია 3:1(1:0)
გოლები: 21' რომანო შმიდი 1:0, 50' ალი ოლვანი 1:1, 78' იაზან ალ არაბი, საკუთარ კარში 2:1, 90+12' არნაუტოვიჩი, თერთმეტმეტრიანიდან 3:1




