ალბანეთის ქალაქ დურესში ჭაბუკი და ახალგაზრდა ძალოსნების მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.
ჭაბუკ ძალოსანთა 88კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა სამი ოქროს მედლით და ევროპის სამი რეკორდით დაასრულა.
ატაცში ლევან ოჩიგავამ 154 კგ-ით მოიპოვა ოქროს მედალი, აკვრაში მან 191 კგ დასძლია და მეორე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
ორჭიდის ჯამში ლევან ოჩიგავამ 345 კგ დასძლია და დიდი ოქროს მედლის მფლობელი ასევე ევროპის ახალი რეკორდით გახდა.




