ლერი ხაბელოვმა ოლიმპიადის შედეგები შეაფასა: 

"ტოკიოს ოლიმპიადაზე უკეთ დასრულდა ეს ოლიმპიადა: 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, ეს ძალიან დიდი წარმატებაა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი დელეგაციის ყველა წევრს. თქვენ იცით რომ 4 სახეობაში მოვიპოვეთ მედალი, ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ოლიმპიადაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მთავარია როგორი განწყობით შეხვდებოდნენ ამას ჩვენი ბიჭები. შედეგი არის ძალიან დიდი და განწყობაც დიდი გვაქვს",- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.