ფინეთის ქალაქ ტამპერეში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დასრულდა.


მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედლებს ერთმანეთს ლატვიის და შეერთებული შტატების ნაკრები გუნდები ეცილებოდნენ.

შეხვედრის პირველ პერიოდში ლატვიელები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ამერიკელებმა ორჯერვე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.

ნულოვანი ფრით დამავრებული მეორე პერიოდის შემდეგ მესამე პირიოდში ამერიკელები დაწინაურდნენ და ამჯერად ლატვიელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

ოვერტაიმში შაიბის შეგდება ლატვიელებმა შეძლეს და მათ ისტორიაში პირველად შეძლეს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მოპოვება.


შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ლატვიელებმა ჯგუფში ლატვიელებმა 3 შეხვედრა ძირითად დროში მოიგეს, 2 ოვერტაიმში,  ორი კი წააგეს და მესამე ადგილი დაიკავეს.  მეოთხედფინალში მათ ფინეთი 4:3 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი კანადელებთა 2:4 დამარცხდნენ.

ამერიკელებმა ჯგუფში 6 შეხვედრა მოიგეს, 1 კი ოვერტაიმში წააგეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. მეოთხედფინალში მათ ჩეხებს 3:0 სძლიეს, ნახევარფინალში კი გერმანელებთან ოვერტაიმში 3:4 წააგეს.