პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ნახევარფინალური შეხვედრები დაიწყო
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, თელავში დაბადებული და 2018 წლის ჩათვლით საქართველოს, 2020 წლიდან კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ლაშა ბექაურის მეტოქე ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს შეხვდება.
ტრისტან მოსახლიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბერძენ თეოდოროს ცელიდისს შეხვდება, ფრანგი მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუ კი ბრაზილიელ რაფაელ მაცედოს.