ბუდაპეშტში, ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე, დღეს ტატამზე 70 კგ წონითი კატეგორიის ქალები და 90 კგ წონითი კატეგორიის კაცები გამოდიან.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა 90 კგ წონით კატეგორიაში, სადაც პირველ წრეში ასპარეზობიდან თავისუფალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, მეორე წრეში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე ალექსანდრ სიდორუკი ორი ვაზარით დაამარცხა, მესამე წრეში კი იტალიელ კენი კომი ბედელთან იუკოთი წაგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ამავე წონაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ პირველ წრეში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვთან ვაზარი „გაცვალა“ და მეტოქეს ორი იუკოთი აჯობა, მეორე წრეში კი იტალიელ კრისტიან პარლატის სძლია იუკოთი.
ლუკა მაისურაძემ მესამე წრეში ჩეხი დევიდ კლამერტი ვაზარით დაამარცხა და პულის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ესტონელი კლენ კრისტოფერ კაიულაიდი ეყოლება.