"მე მებრძოლი ხალხის ქვეყნიდან ვარ ძმაო, 300 არაგველი იცი?" - ლაშა ბექაურმა, Eurosport-ის ჟურნალისტს ასე მიმართა.
ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ოქროს მედალოსანი გახდა.
ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:
„წარმომიდგენია, რა ხდება ახლა საქართველოში. 2-გზის ჩემპიონობა… სიზმარში ვარ, დაუჯერებელია. მადლობა ყველას, მიყვარხართ. მიხარია, რომ ბედნიერები ხართ, მიხარია რომ ამ ქვეყნის, საქართველოს შვილები ვართ. დიდი ისტორია დაიწერა“.