გუშინ ლონდონში ფიფამ 2016-2017 წლების საფეხბურთო სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის ''რეალის'' ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დასახელდა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნო ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიპოვა და ამ მაჩვენებლებით ლიონელ მესის გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიტულისთვის ბრძოლაში რონალდომ სწორედ მესის და, ასევე, ნეიმარს აჯობა.

წლის საუკეთსო მწრთვნელად მადრიდის ''რეალის'' კიდევ ერთი ვარსკვლავი, ზინედინ ზიდანი დასახელდა. ფრანგმა სპეციალისტმა იტალიელებს აჯობა: მას კონკურენციას ''იუვენტუსისა'' და ''ჩელსის'' დამრიგებლები - მასიმილიანო ალეგრი და ანტონიო კონტე უწევდნენ. 

რაც შეეხება წლის საუკეთესო გუნდს, ის ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი;

მცველები: დანი ალვეში, სერხიო რამოსი, ლეონარდო ბონუჩი, მარსელო;

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ანდრეს ინიესტა;

თავდამსხმელები: ნეიმარი, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო;

როგორც ხედავთ, შესამჩნევია მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელთა დომინირება, რაც იმით აიხსნება, რომ მადრიდელებს მართლაც ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდათ: ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების გარდა, სამეფო კლუბმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ხმის მიცემაში, ჟურნალისტების გარდა, ნაკრებების მწრთვნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწრთვნელმა, ვლადიმერ ვაისმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი მიიჩნია, ხოლო მწრთვნელად - ზინედინ ზიდანი.

რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას, მან მხარი კრიშტიანო რონალდოსა და ზინედინ ზიდანს დაუჭირა.