ლას-ვეგასში დასრულდა 23 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრებო დღე 97 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალური შეხვედრებით დასრულდა.

ბრინჯაოს ფინალში ქართველმა მოჭიდავე კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბელარუსიელ ვლადისლავ კოზლოვს 10:0 სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

მეორე ბრინჯაოს მედალი ირანელმმა მოჰამადმობინ აზიმიმ მოიპოვა.

ამ წონაში მსოფლიო ჩემპიონი რუსი ტახირ ხანიევი გახდა. მან ამერიკელ ჯასტინ რადენმახერს 9:7 მოუგო.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავებმა ლას-ვეგასში ერთი ვერცხლის (125კგ ალექსანდრე აბრამიშვილი) და ორი ბრინჯაოს მედალი (92კგ სანდრო ყურაშვილი; 97კგ კონსტანტინე პეტრიაშვილი) მოიპოვეს და გუნდური ჩათვლაში მეექვსე ადგილზე გავიდნენ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ