ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“ კონფერენც ლიგის საპასუხო შეხვედრა დასრულდა.

კვიპროსში მინიმალური სხვაობით დამარცხების შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებს შინ წარმატების მიღწევის და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა სუსტად ჩაატარეს შეხვედრა და თაყვანისმცემლები გაწბილებულები დატოვეს.

„ტორპედო“ - „ომონია“ 0:4(0:1) პირველი მატჩი 0:1
გოლები: 30' სტევან ივეტიჩი 0:1, 47' ვილი სემედო 0:2, 63' სტევან იოვეტიჩი 0:3, 78' ვილი სემედო 0:4

ამრიგად, ევროთასების ყველა დაბალი დონის ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ოთხი კლუბიდან ვერცერთი ვერ გასცდა.

უეფას კოეფიციენტთა ცხრილში საქართველო 52 ადგილზეა და მხოლოდ უელსს, გიბრალტარს და სან-მარინოს უსწრებს. მომავალ წელს ევროთასებზე საქართველოს სამი გუნდი ეყოლება