თბილისში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე, დასრულდა კონფერენც ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა.
თბილისის „სპაერის“ ფეხბურთელებმა გამოცდილი სტუმრებისთვის მცირე წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ შეძლეს და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ.
„სპაერი“ - „აუსტრია“ 0:5(0:3) პირველი მატჩი 0:3
გოლები: 40' ტინ პლავოტიჩი 0:1, 43' დომინიკ ფიცი 0:2, 45+2' მორის მელოუნი, თერთმეტმეტრიანიდან 0:3, 55' მორის მელოუნი 0:4, 72' იოჰანეს ეგეშტაინი 0:5