ვენაში დასრულდა კონფერენც ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა.

საქართველოს თასის მფლობელი, თბილისის „სპაერი“, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ლიგაში ასპარეზობს, ვენაში ტიტულიან „აუსტრიას“ შეხვდა.

გამოცდილების არმქონე ქართულმა კლუბმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია ცნობილ კლუბს და მხოლოდ შეხვედრის მიწურულს გაუშვა მეორე გოლი. პირველი გოლი მასპინძლებმა შეხვედრის მე-8 წუთზე გაიტანეს.

„აუსტრია“ - „სპაერი" 2:0(1:0)
გოლები: 8' მანფრედ ფიშერი 1:0, 90+1' დომინიკ ფიცი, თერთმეტმეტრიანიდან 2:0

საპასუხო მატჩი თბილისში მომავალ ხუთშაბათს გაიმართება.