ავსტრიის ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.
ოთარ კიტეიშვილის და გიზო მამაგეიშვილის „შტურმმა“ გასვლაზე „ჰარტბერგი“ დაამარცხა და ბუნდესლიგის ჩემპიონობის ზედიზედ მესამედ მოპოვების შანსი შეინარჩუნა.
ოთარ კიტეიშვილმა (Flashscore - 7,7) 25-ე წუთზე მასპინძლების კარი აიღო და 15 გატანილი გოლით იგი ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში.
გიზო მამაგეიშვილი მინდორზე 85-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად შევიდა.
„ჰარტბერგი“ - „შტურმი“ 2:4(1:3)
„ლასკი“ - „ზალცბურგი“ 2:1(2:0)
„რაპიდი“ - “აისტრია“ 0:2(0:1)
ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან:
17.05 „აუსტრია“ - „ლასკი“
17.05 „ზალცბურგი“ - „ჰარტბერგი“
17.05 „შტურმი“ -„რაპიდი“
ჩემპიონობის მოსაპოვებლად „ლასკს“ ფრეც ჰყოფნის.




