იტალიის სერია A-ში მეათე ტურის შეხვედრები დაიწყო.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი" მილანს ესტუმრა და „ჯუზეპე მეაცაზე" „მილანს" დაუპირისპირდა.

„ნაპოლი" შეხვედრის მე-5 წუთზე რომელუ ლუკაკუმ დააწინაურა, შემდეგ კი ძირითადად, თავდაცვაზე იყო გადასული და რამდენჯერმე გადაურჩა გოლს.   

ტაიმის მიწურულს ხვიჩა კვარაცხელიას დაახლოებით 25 მეტრიდან გაგზავნა ბურთი „მილანის" კარში.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა.

 აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბრის შემდეგ გამართულ ხუთ შეხვედრაში „ნაპოლის" არცერთი მოგება არ ჰქონდა (2 ფრე და სამი წაგება).

„მილანი" - „ნაპოლი" 0:2(0:2)
გოლები: 5' რომელუ ლუკაკუ 0:1, 43' ხვიჩა კვარაცხელია 0:2


კალიარი" - ბოლონია" 0:2(0:1)
გოლები: 35' რიკარდო ორსოლინი 0:1, 51' იენს ოდგორი 0:2


„ლეჩე" - „ვერონა" 1:0(0:0)
გოლი: 51' პატრიკ დორგუ
გაძევება: 40' ჯექსონ ჩაჩუა („ვერონა" წითელი ბარათი), 83' რედა ბელაიანი („ვერონა" მეორე ყვითელი)